ინკოტერმსი

question

ინკოტერმსები არეგულირებს ურთიერთობებს გამყიდველსა და მყიდველს შორის ყიდვა-გაყიდვის საკითხებთან. საერთაშორისო ვაჭრობაში ტვირთის მიწოდებისას ტრანსპორტირების გარდა მისაწოდებელი საქონელი გაივლის ბევრ თანამდევ ოპერეაციას რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.ამ შემთხვევაში ექსპორტიორმა და იმპორტიორმა ზუსტად უნდა იცოდნენ თუ რომელს რომელი ხარჯი დაეკისრება და როგორი იქნება მიწოდების პირობა.სწორედ ასეთ საკითხებს არეგულირებს ინკოტერმსი.ხელშეკრულების შედგენისას ყიდვა-გაყიდვის შესახებ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ საკითხებს როგორიცაა ტრანსპორტირება, დაზღვევა და ანგარიშწორება,იმ დროს როდესაც მხარეები ათანხმებენ ამ საკითხებს ინკოტერმსი უკვე მზა ტერმინია რომელიც მთლიანად დაარეგულირებს ძემოაღნიშნულ გარიგებას.ასევე ისინი განსაზღვრავენ პასუხისმგებლობას საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე საქონლის ექსპორტ-იმპორტისას.

chart